მეუფე გრიგოლი სააკაშვილზე - იმედი მაქვს, ვეცდებით, რომ არ დავუშვათ შეცდომა, რაც შეიძლება გუშინ დაგვემართა

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის განცხადებით, მას კლინიკა „ვივამედში“ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება არ მიეცა.

მიტროპოლიტის თქმით, ის გაერკვევა, რა მიზეზის გამო, ეთქვა მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი და ამის შემდგომ, „ვივამედში“ შესვლას კიდევ ერთხელ შეეცდება.

„მე ვაპირებდი პატიმრების მონახულებას და მათ შორის, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის, მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაც რეჟიმი შეიცვალა თუ რა არის არ ვიცი, ვირუსების გამო არის თუ როგორ არის, ვერ მოხერხდა. ველოდი და გვითხრეს, რომ 10 სამუშაო დღის განმავლობაში მიიღებთ პასუხს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ვერ მოხერხდა. ვეცდები კიდევ. პირველ რიგში, გავერკვიო რა მოხდა, თუ რეგულაციებია, რომელიც უბრალოდ ობიექტურად არ იძლევა საშუალებას გასაგებია, მაგრამ თუ რაღაც სხვანაირად იქნება ვეცდებით, მაშინ კიდევ ერთხელ.

მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ადამიანები, მითუმეტეს, როცა ვთვლით, რომ უფრო მეტი ვიცით, მეტი გამოცდილება დაგვიგროვდა, მითუმეტეს დიდი პასუხისმგებლობები გვაკისრია, ვეცდებით, რომ არ დავუშვათ ის შეცდომა, რაც შეიძლება გუშინ დაგვემართა“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024