ჯო ბაიდენი - ბრაზილიაში დემოკრატიაზე თავდასხმას ვგმობ

ვგმობ თავდასხმას ბრაზილიაში დემოკრატიაზე და ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაზე, - ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ბრაზილიაში ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერების პრეზიდენტის სასახლეში, უზენაესი სასამართლოსა და კონგრესის შენობებში შეჭრას.

„ბრაზილიის დემოკრატიულ ინსტიტუტებს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვთ და ბრაზილიელი ხალხის ნება არ უნდა დაირღვეს. მოუთმენლად ველი, რომ გავაგრძელებ მუშაობას პრეზიდენტ ლუის ინასიუ ლულა და სილვასთან“, - წერს ბაიდენი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს ათასობით მხარდამჭერი პრეზიდენტის სასახლეში, კონგრესის და უზენაესი სასამართლოს შენობებში შეიჭრა. ქვეყნის ფედერალური ოლქის გუბერნატორის, იბანეის როჩას განცხადებით, სამართალდამცავებმა მინიმუმ 400 ადამიანი დააკავეს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო