პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი - ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირსა და მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს დიდი ხნის წინ უნდა დაესანქცირებინათ

ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირსა და მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს დიდი ხნის წინ უნდა დაესანქცირებინათ, რათა მისი ბიზნეს და სამოგზაურო შესაძლებლობები შეეზღუდათ, - ამის შესახებ პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ მალგოჟატა გოშევსკამ პოლონურ გამოცემა PAP-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი საქართველო განსხვავდება იმ ქვეყნისგან, რომელსაც სააკაშვილი მართავდა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ.

„ამ დროისთვის საქართველო არის ქვეყანა, რომლის მეშვეობითაც რუსეთს შეუძლია დაუსჯელად აირიდოს სანქციები“, - აღნიშნა მალგოჟატა გოშევსკამ.

მისი მტკიცებით, "საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ემორჩილება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობს და რომლის თანხმობის გარეშე სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ".

„ივანიშვილი ევროკავშირსა და მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს დიდი ხნის წინ უნდა დაესანქცირებინათ, რათა მისი ბიზნეს და სამოგზაურო შესაძლებლობები შეეზღუდა“, - განაცხადა სეიმის ვიცე-სპიკერმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო