პაატა მანჯგალაძე - არავის უნდა ეგონოს, რომ მიხეილ სააკაშვილის უტყვიოდ, ნელი მოკვდინების სპეცოპერაცია ვინმეს შერჩება - „სამართალი ურმით დადის“

„სამართალი ურმით დადის“, ეჭვი არ მეპარება, ყველა ადამიანის პასუხისმგებლობა დადგება, ვინც მიხეილ სააკაშვილის წამებასა და მოწამვლაში მონაწილეობდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც „მაგნიტსკის სიის“ ავტორის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, პასუხისმგებელი პირების გამოსაკვეთად უნდა შეიკრიბოს საგამოძიებო კომისია, რომელიც უკვე ინიცირებულია, ხოლო თუ ეს არ ხერხდება, ოპოზიციონერებმა სამუშაო ფორმატი უნდა შექმნან.

„მნიშვნელოვანია გამოიკვეთონ ადამიანები, ვინც არაადამიანურ მოპყრობაში, წამებაში მონაწილეობდნენ, საუბარია ასევე დარიშხანით მოწამვლაზე. ორი მექანიზმი არსებობს ამისთვის. როგორც იცით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ინიცირებული აქვს საგამოძიებო კომისია და შესაძლებელია მისი საგანგებო რეჟიმში შეკრება, ვინც ოპოზიციად თავს თვლის, 50 ასეთი ადამიანი ნამდვილად მოიძებნება პარლამენტში და შესაძლებელია ამ გზით წავიდეთ, თუ ეს არ ხერხდება, შეიქმნას სამუშაო ფორმატი, მასში მონაწილეობას სიამოვნებით მივიღებ და გამოვკვეთოთ ადამიანები, ვისაც ბრალი მიუძღვის მიხეილ სააკაშვილის იმ ყოფაში, რომელშიც დღეს არის და ვიცით, რომ მისი მდგომარეობა ვითომ მკურნალობის შედეგად სავალალოა. ორი რამ იმუშავებს „ქართულ ოცნებაზე“ - ხალხის პროტესტი და საერთაშორისო მექანიზმები და სანქციები. ამ ორი მექანიზმის ამოქმედებით შესაძლებელია სააკაშვილის გადარჩენა.

არავის უნდა ეგონოს, რომ უტყვიოდ, ნელი მოკვდინების სპეცოპერაცია ვინმეს შერჩება. „სამართალი ურმით დადის“. ეჭვი არ მეპარება, ყველა ადამიანის პასუხისმგებლობა დადგება, ვინც მონაწილეობდა მიხეილ სააკაშვილის წამებასა და მოწამვლაში,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, რომ Heritage Foundation-ის აღმასრულებელი დირექტორი, უილიამ ბრაუდერი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელმაც მას „მაგნიტსკის“ ახალი სიის წინასწარ შედგენაში ქართული ჯგუფებისთვის დახმარების გაწევა სთხოვა, პასუხობს, რომ მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, რომელშიც ეწერება, ვინ აფერხებს სამედიცინო მკურნალობას, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლაზე და ვინ არის პასუხისმგებელი წამებაზე.

„მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დასავლეთის მთავრობებმა „მაგნიტსკის სანქციებისთვის“ ამას ყურადღება მიაქციონ“, - წერს ბილ ბროუდერი მიხეილ სააკაშვილს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო