ბაჩო დოლიძე სააკაშვილის საქმეზე - მოსამართლის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული ბევრი რამ, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ კონკრეტული მოქმედებები

მთავარი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ სასამართლო პროცესები არ იყოს გაჭიანურებული და შემდეგ დაველოდოთ საბოლოო ვერდიქტს, მოსამართლე რა გადაწყვეტილებას გამოიტანს, იმაზე იქნება დამოკიდებული ბევრი რამ, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ კონკრეტული მოქმედებები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით პროცესი იმართება.

ბაჩო დოლიძის თქმით, პარტია სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია.

„დღევანდელ პროცესზე იკითხება მორიგი მოწმე, ამერიკელი ტოქსიკოლოგი, მაგრამ მთავარი ამოცანაა ის, რომ პროცესები სწრაფად ჩაინიშნოს და არ გაჭიანურდეს, როდესაც ამის ყველანაირი საშუალება არსებობს. როცა სასამართლოს სჭირდება, ღამის 2-3 საათზეც შეუძლია პროცესების ჩანიშვნა და ეს გვახსოვს. ის, რომ პროცესები ყოველდღიურად იყოს ჩანიშნული, ამის შესაძლებლობა არსებობს. ამ ყველაფრის საჭიროება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან არის”, - აცხადებს დოლიძე.

ამასთან, სასამართლოს ეზოში სოლიდარობის მიზნით შეკრებილნი არიან სააკაშვილის მხარდამჭერები. ბაჩო დოლიძის თქმით, ამგვარი შეკრება მიხეილ სააკაშვილის ოჯახის თხოვნით ყოველთვის დაცლილი იქნება ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტისგან.

როგორც ცნობილია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა რამდენიმე კვირის წინ მიმართეს. შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო