„წისქვილი ჯგუფმა“ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის სასწავლო მასალების შეძენა დააფინანსა

წისქვილი ჯგუფი“ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე ზრუნვის ორგანიზაციის, „პირველი ნაბიჯის“ მხარდამჭერი გახდა. „წისქვილი ჯგუფის“ ცნობით, ის აღსაზრდელების უნარების განვითარებისთვის საჭირო მასალების შეძენას დააფინანსებს და სხვა საჭიროებების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს.

„ბოლო დროს უკიდურესად გაზრდილმა ფასებმა რთულ მდგომარეობაში ჩააყენა ჩვენი ორგანიზაცია. ძალიან გაგვიჭირდა პროგრამებისთვის საჭირო სამუშაო მასალების, სათამაშოების, საწვავისა თუ სხვა აუცილებელი პროდუქტების შეძენა. ამ გამოწვევების დაძლევა ცალკეული ადამიანებისა თუ კომპანიების მხარდაჭერის გარეშე თითქმის შეუძლებელია. ამიტომ, „წისქვილი ჯგუფის“ ინიციატივას ჩვენი ორგანიზაციისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს“, – ამბობს „პირველი ნაბიჯის“ წარმომადგენელი.

„პირველი ნაბიჯი“ 20 წელზე მეტია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე ზრუნავს. დღეს ორგანიზაცია ისანში, რუსთავსა და დიღომში სამი ფილიალითაა წარმოდგენილი და 10-ზე მეტ პროგრამას ახორციელებს. მათ შორისაა აუტიზმის პროგრამა, ადრეული ინტერვენცია, დღის ცენტრი და ბინაზე მოვლა. „პირველი ნაბიჯის“ ერთ-ერთი მისიაა, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს თავიანთი რესურსების ათვისებაში, ახალი უნარების შეძენასა და სოციალურ ინტეგრაციაში დაეხმაროს.

„ძალიან გვიხარია, რომ „წისქვილი ჯგუფი“ თავის წვლილს შეიტანს ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში და 900-ზე მეტ ბავშვს მათი განვითარებისთვის კრიტიკულად აუცილებელი ცოდნისა და უნარების შეძენაში დაეხმარება.

ერთად ბევრად მეტი შეგვიძლია! გავერთიანდეთ და მხარი დავუჭიროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება“, – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანანო თავხელიძე.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?