მიხეილ დაუშვილი - „მაგნიტსკის სიის“ გაფართოება სააკაშვილთან დაკავშირებით ქვეყნისთვის მძიმე დარტყმა იქნება - „ოცნების“ პასუხისმგებლობა იქნება ასეთი სიის არათუ შექმნა, არამედ საუბრის და მოსამზადებელი პროცედურების დაწყებაც კი

„მაგნიტსკის სიის“ გაფართოება პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით ქვეყნისთვის მძიმე დარტყმა იქნება - „ოცნების“ პასუხისმგებლობა იქნება ასეთი სიის არათუ შექმნა, არამედ საუბრის და მოსამზადებელი პროცედურების დაწყებაც კი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კითხვები არ გააჩინოს, თუმცა, მათი ქმედებების შედეგად არათუ კითხვები, არამედ ბრალდებები ჩნდება.

"როცა ვსაუბრობთ ასეთი სიის შექმნაზე, უნდა გვესმოდეს, რომ მთავარი რისკი არის ქვეყნის რეპუტაცია. ასეთი ტიპის სიის შექმნა იქნება უმძიმესი, ფაქტობრივად, ეს ნიშნავს იმას, რომ პარტნიორები გვეტყვიან, რომ თქვენ კავშირი გაქვთ და მოქმედებთ არა მხოლოდ თქვენი კანონმდებლობით, არამედ გარე დავალებებით. ამიტომ აქ ყველაზე მნიშვნელოვანია პარტნიორებთან სწორად მუშაობა, რომ ქვეყანას ასეთი რისკი არ დაუდგეს. ასეთი ტიპის სიის შექმნა ნიშნავს, რომ ეს შეიძლება შეეხოს ნებისმიერი რანგის მოხელეს. აქ მთავარი არის ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია, "ოცნების" პასუხისმგებლობა იქნება ასეთი სიის არათუ შექმნა და მასზე მუშაობის დაწყება, არამედ საერთოდ საუბრის და მოსამზადებელი პროცედურების დაწყებაც კი. ასეთი ტიპის დოკუმენტის შექმნა ძალიან მძიმე დარტყმა იქნება ქვეყნისთვის. თუ ეს სია შეიქმნა, იტყვიან, რომ "ოცნება" ასრულებს რუსეთის დავალებებს და ასეთი დოკუმენტის შექმნა იქნება ქვეყნისთვის ძალიან მძიმე. "ოცნების" პასუხისმგებლობაა ასეთი რეპუტაციული ზიანი ქვეყანას თავიდან აარიდოს, უნდა გვესმოდეს, რომ არ შეიძლება ქვეყანას თუნდაც, ერთი კონკრეტული ადამიანის გამო ამხელა ზიანი მივაყენოთ. "მაგნიტსკის სიის" შექმნა და გაფართოება პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით ქვეყნისთვის მძიმე დარტყმა იქნება და ეს იქნება "ოცნების" პასუხისმგებლობა,"- განაცხადა დაუშვილმა.

Heritage Foundation-ის აღმასრულებელი დირექტორი, „მაგნიტსკის სიის“ ავტორი უილიამ ბრაუდერი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელმაც მას „მაგნიტსკის" ახალი სიის წინასწარ შედგენაში ქართული ჯგუფებისთვის დახმარების გაწევა სთხოვა, პასუხობს, რომ მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, რომელშიც ეწერება, ვინ აფერხებს სამედიცინო მკურნალობას, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლაზე და ვინ არის პასუხისმგებელი წამებაზე.

"მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დასავლეთის მთავრობებმა "მაგნიტსკის სანქციებისთვის" ამას ყურადღება მიაქციონ”, - წერს ბილ ბროუდერი მიხეილ სააკაშვილს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო