გიული ალასანია - Wall Street Journal-ში დაიბეჭდა ჩემი შვილის სტატია - აქ გაისმის, რომ აი, სიმულანტობს, სიმულანტების და აფერისტების სტატიები იქ არ იბეჭდება - ყველას მიეზღვება, ვინც მის ტანჯვაში და მოწამვლაში მიიღო მონაწილეობა

Wall Street Journal-ში დაიბეჭდა ჩემი შვილის სტატია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აქ გაისმის შენიშვნები, რომ აი, სიმულიანტობს, სიმულანტების და აფერისტების სტატიები იქ არ იბეჭდება, ყველანაირად გაცხრილულია და ზუსტად იციან რას ბეჭდავენ და ვის უბეჭდავენ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე განაცხადა.

ამასთან, ის „მაგნიტსკის სიის“ ავტორის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ალასანია აღნიშნავს, ის იმედოვნებს, რომ ყველას მიეზღვება, „ვინც უკანონო პატიმრობასა და სააკაშვილის ტანჯვაში მიიღო მონაწილეობა“.

„ადამიანი არის მოწამლული და ვიდრე არ გამოვა ეს საწამლავი მისი ორგანიზმიდან, იქნება ძალიან ცუდად და შეიძლება საერთოდ აღარ იყოს. სამწუხაროდ, სასამართლოები ჭიანურდება, რაც მისთვის ძალიან საზიანოა. ამასობაში გამოვიდა მაკფოლის სტატია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ასევე Wall Street Journal-ში დაიბეჭდა ჩემი შვილის სტატია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აქ გაისმის ხანდახან ასეთი შენიშვნები, რომ აი სიმულიანტობს, სიმულანტების და აფერისტების სტატიები იქ არ იბეჭდება, ყველანაირად გაცხრილულია და ზუსტად იციან რას ბეჭდავენ და ვის უბეჭდავენ.

გარდა ამისა, მაქვს ინფორმაცია, რომ ბილ ბროუდერი, მონაწილეობს იმ სიის შედგენაში, რომელიც უკვე ეხება მიხეილ სააკაშვილს, „მაგნიტსკის სიის“ მსგავსი შედგება აქ და მე იმედი მაქვს, ყველას მიეზღვება ვინც ამ უკანონო პატიმრობაში და ასეთ მის ტანჯვაში და მოწამვლაში მიიღო მონაწილეობა“,- აღნიშნავს ალასანია.

შეგახსენებთ, რომ Heritage Foundation-ის აღმასრულებელი დირექტორი, „მაგნიტსკის სიის“ ავტორი უილიამ ბრაუდერი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელმაც მას „მაგნიტსკის“ ახალი სიის წინასწარ შედგენაში ქართული ჯგუფებისთვის დახმარების გაწევა სთხოვა, პასუხობს, რომ მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, რომელშიც ეწერება, ვინ აფერხებს სამედიცინო მკურნალობას, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლაზე და ვინ არის პასუხისმგებელი წამებაზე.

„მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დასავლეთის მთავრობებმა „მაგნიტსკის სანქციებისთვის“ ამას ყურადღება მიაქციონ“, - წერს ბროუდერი მიხეილ სააკაშვილს.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო