ხატია დეკანოიძე - „სააკაშვილის სიაში“ აუცილებლად უნდა იყოს იუსტიციის მინისტრი, პენიტენციური უწყების მაღალჩინოსნები, რომლებიც სააკაშვილს არაადამიანურად მოეპყრნენ და მესამე პრეზიდენტის მკურნალობაში ჩართული პირები

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, Heritage Foundation-ის აღმასრულებელი დირექტორის, უილიამ ბრაუდერის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის გაგზავნილი საპასუხო წერილი გულისხმობს იმას, რომ ყველა ადამიანი, ვინც დანაშაულებრივ სქემაშია ჩართული, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს.

როგორც ხატია დეკანოიძემ საქალაქო სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებთან აღნიშნა, „მაგნიტსკის სიაში“ უნდა იყვნენ იუსტიციის მინისტრი, პენიტენციური უწყების მაღალჩინოსნები და სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი სხვა პირები.

„რამდენიმე კვირის წინ, ჩვენ საუბარი დავიწყეთ იმის შესახებ, რომ ყველა ადამიანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დანაშაულებრივ სქემაშია ჩართული, უნდა იყოს ისეთ სიაში, როგორიცაა „მაგნიტსკის სიაა“. ამის შემდეგ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მნიშვნელოვნად ვითანამშრომლეთ. საერთაშორისო გამოხმაურება და ჩვენი პარტნიორების ჩართულობა მიხეილ სააკაშვილის საქმის გარშემო, რა თქმა უნდა, გაცილებით გაიზარდა. მათთვის ახლა მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა ძალიან მნიშვნელოვანია.

უილიამ ბრაუდერის განცხადება გულისხმობს იმას, რომ ყველა ადამიანი, ვინც დანაშაულებრივ სქემაშია ჩართული, ცნობილი იყოს საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ჩემი წარმოდგენით, ამ სიაში აუცილებლად უნდა იყოს იუსტიციის მინისტრი, რომელმაც არაერთხელ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებაზე პასუხისმგებელი პირია, მიხეილ სააკაშვილს არაადამიანურად მოეპყრნენ პენიტენციური უწყების მაღალჩინოსნებიც. სიაში უნდა იყვნენ ის ადამიანებიც, რომლებიც მესამე პრეზიდენტის მკურნალობაში არიან ჩართულები, მაგრამ არ იღებენ პასუხისმგებლობას.

ბრაუდერის განცხადებას ძალიან ნიშანდობლივად მივიჩნევ, რადგან ის არის ადამიანი, რომელიც „მაგნიტსკის სიის“ არა მხოლოდ ავტორი, არამედ მთელი კამპანიის ფუძემდებელია“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ასევე, მისივე თქმით, მას დღევანდელი სასამართლოსგან მოლოდინი მაინც არ აქვს, რადგან ის მთლიანად პოლიტიზებულია.

„მე ამ სასამართლოსგან მოლოდინი მაინც არ მაქვს, რადგან ეს მთლიანად პოლიტიკური სასამართლოა. მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ Heritage Foundation-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, უილიამ ბრაუდერმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უპასუხა თხოვნაზე ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე, „მაგნიტსკის" ახალი სიის წინასწარ შედგენაში დაეხმარებოდა.

„მიხეილ, გთხოვთ, თქვენმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, რომელშიც ეწერება, ვინ აფერხებს სამედიცინო მკურნალობას, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლაზე, ვინ არის პასუხისმგებელი წამებაზე და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დასავლეთის მთავრობებმა "მაგნიტსკის სანქციებისთვის" ამას ყურადღება მიაქციონ“, - წერს ბილ ბროუდერი მიხეილ სააკაშვილს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო