დავით სააკაშვილი - ჯერ კიდევ მჯერა კეთილგონიერების, სახელმწიფოებრივი მიდგომის, რადგან არ შეიძლება ერთი და იგივე წრეზე ვიაროთ

განვითარებულ მოვლენებს თვალ-ყურს ყველა ვადევნებთ. მიუხედავად ყველაფრისა, მე ჯერ კიდევ მჯერა კეთილგონიერების, სახელმწიფოებრივი მიდგომის, იმიტომ, რომ არ შეიძლება ერთი და იგივე წრეზე ვიაროთ,- ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ძმამ, დავით სააკაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე პროცესი მიმდინარეობს.

მისი თქმით, პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ადამიანის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე.

„აქ საუბარი არ არის არანაირ პოლიტიკურ გემოვნებაზე, რაღაც პოლიტიკური მიმართულების დაცვაზე. აქ საუბარია ადამიანის სიცოცხლეზე და ამაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, პიროვნულად მოსამართლე და საერთოდ, საზოგადოების ნებისმიერი წევრი, ვისაც რეალურად უნდა, რომ ვიცხოვროთ თანამედროვე, ევროპულ ქვეყანაში“, - აცხადება დავით სააკაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო