მიხეილ სარჯველაძე ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის სამართლის უზენაესობის გლობალური კომისიის წევრი გახდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, 10-11 იანვარს ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის გლობალური სამართლის უზენაესობის კომისიის წევრთა საინაუგურაციო ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც პარლამენტის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიხეილ სარჯველაძე კომისიის წევრი გახდა.

„ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციამ (EPLO), რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მუდმივი დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს, გლობალური სამართლის უზენაესობის ინიციატივა წამოიწყო. ამ ინიციატივის ფარგლებში, 2019 წელს გადაწყდა გლობალური სამართლის უზენაესობის კომისიის შექმნა. კომისიის შემადგენლობაში მაღალი რეპუტაციის მქონე 17 პროფესიონალი უნდა შესულიყო. კომისიის ამოცანა კი გლობალური სამართლის უზენაესობის ყოვლისმომცველი ხედვისა და ღირებულებების განვითარება, ერთაშორისი დიალოგის ხელშეწყობითა და საკუთარი ექსპერტული ცოდნის გაზიარების გზით უნდა ყოფილიყო. პროცესს მხარს უჭერს ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენელი, ელჩი იოსებ ნანობაშვილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო