თბილისის მერია განმარტავს, რატომ ვერ შედგა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი

თბილისის მერია, აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის ტენდერს განმეორებით უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, თავდაპირველად, ელექტრონული ტენდერები გამოცხადდა ბაზრის კვლევაში შემოთავაზებული მინიმალური შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით, თუმცა არცერთი ტენდერი არ შედგა.

ამასთან, როგორც მერიაში განმარტეს, ელექტრონული ტენდერები განმეორებით, ბაზრის კვლევაში დაფიქსირებული შესაბამისი, მინიმალურზე მაღალი ღირებულების მიხედვით გამოცხადდება.

„თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თბილისის მერიამ ელექტრონული ტენდერების გამოცხადებამდე ჩაატარა ბაზრის კვლევა. ბაზრის კვლევაში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ. ელექტრონული ტენდერები გამოცხადდა ბაზრის კვლევაში შემოთავაზებული მინიმალური შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით, თუმცა არცერთი ტენდერი არ შედგა.

უახლოეს მომავალში, ბაზრის კვლევის შედეგების საფუძველზე, ელექტრონული ტენდერები გამოცხადდება განმეორებით, ბაზრის კვლევაში დაფიქსირებული შესაბამისი ღირებულების მიხედვით“, - აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. ტენდერი თბილისის მერიამ გასული წლის 16 დეკემბერს გამოაცხადა, წინადადებების მიღება პირველ იანვარს დაიწყო და 6 იანვარს დასრულდა.

დოკუმენტაციის მიხედვით, პირველი ტენდერი სამტრედიის ქუჩიდან დიდუბის ხიდამდე მონაკვეთს მოიცავდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 515 779 ლარს შეადგენდა. მეორე მონაკვეთია გვეტაძის ქუჩიდან სამტრედიის ქუჩამდე, აქ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8 592 298 ლარი იყო. მესამე მონაკვეთის - ცაბაძის ქუჩიდან გვეტაძის ქუჩამდე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 6 075 237 ლარს შეადგენდა. სამივე ტენდერის მიხედვით, ჯამში წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია მერიას 20 183 314 ლარი უჯდებოდა.

ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს