გივი მიქანაძე - ბროუდერის განცხადება ლობისტური კამპანიის კომპონენტია - საინტერესოა, რა ფინანსური საშუალებებით ქირაობს სააკაშვილის ოჯახი ლობისტურ კომპანიებს, დიდ თანხებზე უნდა იყოს საუბარი

ბროუდერის განცხადება ლობისტური კამპანიის კომპონენტია - საინტერესოა, რა ფინანსური საშუალებებით ქირაობს სააკაშვილის ოჯახი ლობისტურ კომპანიებს, რამდენიმე ათასი დოლარის ანაზღაურებით ეს ვერ შემოიფარგლება, დიდ თანხებზე უნდა იყოს საუბარი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ "მაგნიტსკის სიის" ავტორის განცხადების კომენტირებისას, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ლობისტური კამპანია აბსურდზე და სიცრუეზეა აგებული. მიქანაძე მიუთითებს, რომ ეს კამპანია ფართოვდება და ცდილობენ ქვეყანას რეპუტაცია შეულახონ.

„უკვე რამდენიმე თვეა მომსწრენი ვართ, რომ სააკაშვილის ოჯახი და მასთან დაკავშირებული მცირე გუნდი ცდილობს, არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო მასშტაბით ააგოროს ხელოვნური, უსაფუძვლო კამპანია, რომელიც არანაირ ფაქტს არ ეფუძნება, რომ თითქოსდა სააკაშვილთან მიმართებით უკანონობა ხდება, რაც სიცრუეა. ვიცით, რომ ოჯახმა დაიქირავა ამერიკული ლობისტური კომპანია და ყოველდღიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პრესაში ქვეყნდება განცხადებები და სტატიები. ესეც (ბროუდერის განცხადება) არის ამ ლობისტური მიმართულების კომპონენტი, მით უმეტეს, ამ პიროვნებას არანაირი საფუძველი არ აქვს გააკეთოს ისეთი ხმამაღალი და ბრალდებით სავსე განცხადებები, რომ თითქოსდა მიხეილ სააკაშვილის წამება მიმდინარეობს. ყველამ იცის, რომ ერთადერთი ადამიანი არის თვითონ მიხეილ სააკაშვილი, ვინც საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, სამედიცინო პერსონალსაც ბოლომდე არ აძლევს უფლებას მის ჯანმრთელობაზე იზრუნოს. რაიმე სიებზე საუბარი არის სპეკულაციური, მით უმეტეს იმ ადამიანთან დაკავშირებით, ვინც თავის მმართველობის პერიოდში ჩამოაყალიბა მძიმე დანაშაულებრივი სისტემა,"- განაცხადა მიქანაძემ.

Heritage Foundation-ის აღმასრულებელი დირექტორი, "მაგნიტსკის სიის" ავტორი უილიამ ბრაუდერი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელმაც მას „მაგნიტსკის" ახალი სიის წინასწარ შედგენაში ქართული ჯგუფებისთვის დახმარების გაწევა სთხოვა, პასუხობს, რომ მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, რომელშიც ეწერება, ვინ აფერხებს სამედიცინო მკურნალობას, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლაზე და ვინ არის პასუხისმგებელი წამებაზე.

"მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დასავლეთის მთავრობებმა "მაგნიტსკის სანქციებისთვის" ამას ყურადღება მიაქციონ”, - წერს ბროუდერი მიხეილ სააკაშვილს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო