ანდრეი კასიანოვი - უკრაინის პრიორიტეტი საკუთარი მოქალაქეების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვაა - ასეთი პოზიციებიდან ახორციელებს უკრაინის საელჩო მუშაობას სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად

საზღვარგარეთ მყოფი უკრაინის მოქალაქეების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა ყოველთვის იყო და რჩება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩვენი ქვეყნის საგარეო დიპლომატიური ინსტიტუტების პრიორიტეტად. სწორედ ასეთი პოზიციებიდან ახორციელებს საქართველოში უკრაინის საელჩო მუშაობას უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის სტატიაში.

მისი თქმით, უკრაინა დაჟინებით სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინოს გულმოწყალება და გადაიყვანოს ის ევროპის, ან აშშ-ის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში მხოლოდ მისი სიცოცხლის გადასარჩენად.

„უკრაინა გამოდის იქიდან, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საკითხი არა პოლიტიკურ, არამედ ჰუმანიტარულ ჭრილშია, ამიტომ დაჟინებით სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინოს გულმოწყალება და გადაიყვანოს ის ევროპის, ან აშშ-ის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში მხოლოდ მისი სიცოცხლის გადასარჩენად, ჯანმრთელობის აშკარა მძიმე მდგომარეობისა და უარყოფითი ტენდენციების გათვალისწინებით“, - აღნიშნა ანდრეი კასიანოვმა.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო