იაგო ხვიჩია - თუ სააკაშვილი ბრძოლას გადაწყვეტს, ამისთვის საავადმყოფო არ ვარგა, ციხეში უნდა გადავიდეს, თუ პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა, მაშინ უნდა დანებდეს

მე არ მახსოვს ჯერ, რომ დატყვევებულ გენერალს ვინმე ბრძოლის დასრულებამდე ათავისუფლებდა - თუ სააკაშვილი ბრძოლას გადაწყვეტს, ამისთვის საავადმყოფო არ ვარგა, ციხეში უნდა გადავიდეს, თუ პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა, მაშინ უნდა დანებდეს, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას არ სჯერა, რომ სააკაშვილს წამლავენ და არც "მაგნიტსკის სიაზე" მუშაობა მიაჩნია გამოსავლად. ხვიჩია ამბობს, რომ სააკაშვილი ტყვეობაში ცუდად ხდება და მისი დაავადება და ნერვიული სტრესიც აქედან გამომდინარეობს.

"ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილს არ წამლავენ და აქედან გამომდინარე, "მაგნიტსკის სიებზე" მუშაობა ამ თვალსაზრისით, თითქოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს ვიღაც ანადგურებს, არ იქნება პერსპექტიული. აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილს გრძელვადიან თამაშზე გადასვლას ვურჩევდი - რჩება ქართულ პოლიტიკაში და იბრძვის, თუ მიდის ქართული პოლიტიკიდან. ამ ორივეს, რასაც გადაწყვეტს, თავის სიმპტომები აქვს, თუ გადაწყვეტს ბრძოლას, მაშინ ის უნდა გადავიდეს ციხეში და იქიდან გააგრძელოს ბრძოლა, მაგრამ თუ დავინახეთ, რომ გადაწყვიტა პოლიტიკიდან გასვლა, გადაწყვიტა თვითონაც დაისვენოს და სხვებიც დაასვენოს, მაშინ ის უნდა დანებდეს და უნდა თქვას, რომ დავმარცხდი, გამიშვით, დამანებეთ თავი. მაგრამ იბრძოდე, იძახდე მწამლავენო და თან იყო ციხის საავადმყოფოში, დამაჯერებლად არ გამოიყურება.საქართველოს მთავრობა ბევრ შეცდომას სჩადის, ბევრი სია შეგვიძლია გავაკეთოთ მათი არასწორი ქმედებების ჩამონათვალით, მაგრამ გავაკეთოთ სია იმის გამო, რომ მას აწამებენ, ამის არ მჯერა, სხვა ბევრი სია შეგვიძლია მოვიფიქროთ "ოცნების" რამე სიაში შესაყვანად.

თუ მიხეილ სააკაშვილი ბრძოლას აპირებს, ბრძოლისთვის ციხის საავადმყოფო არ ვარგა, რადგან "ქართული ოცნება" აძახებს, ოროთახიან ბინაში გვყავსო. თუ ეს გინდა გააბათილო, უნდა გადახვიდე ციხეში, იქიდან მართო პოლიტიკური პროცესები, ჩაჯდე იქ, შეეგუო, რომ ასე იბრძვი, მაგრამ თუ პოლიტიკა სხვადასხვა მიზეზების გამო მოგბეზრდა, არ გინდა, ეს რომ ადვოკატის ენით თქვა, არ არის საკმარისი, ძალა უნდა მოიკრიბო, მიხვიდე პროცესზე და იქ თქვა - ხალხო, თავი დამანებეთ, მე მივდივარ პოლიტიკიდან, დაიშალოს "ნაციონალური მოძრაობა" ან რაიმე ასეთი, რადგან თუ ბრძოლა მიმდინარეობს, მე არ მახსოვს ჯერ, რომ დატყვევებულ გენერალს ვინმე ბრძოლის დასრულებამდე ათავისუფლებდა,"- განაცხადა ხვიჩიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო