ამერიკელი ექსპერტი სააკაშვილზე - 40 კალენდარული დღის განმავლობაში, პაციენტისთვის 30 სხვადასხვა მედიკამენტის მიცემა არის პოლიფარმაცია

8 თვე საკმაოდ გრძელი პერიოდია იმისთვის, რომ პაციენტს ჩაუტარდეს სრულყოფილი მკურნალობა და როცა ჩვენ ვხედავთ სრულყოფილ მკურნალობას ადგილი არ აქვს, ამის გამო ვურჩევთ, რომ პაციენტი გადაყვანილ იქნას შეერთებულ შტატებსა ან დასავლეთ ევროპაში, სადაც ჩაუტარდება შესაბამისი გამოკვლევა, - ამის შესახებ ამერიკელმა ექსპერტმა და ნევროლოგმა შახინ ემანუელ ლაჰანიმ საქალაქო სასამართლოში, მოწმის სტატუსით გამოკითხვისას, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს არ შეუძლია მოიხადოს სასჯელი თავისი დაავადებებიდან გამომდინარე.

ამასთან, როგორც ექსპერტმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის პალატაში ყოფნის კადრების გასაჯაროებამ მას ღირსება შეულახა.

„ამ ტიპის ინფორმაციის გამოქვეყნება ნეგატიურად მოქმედებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და შეიძლება გაართულოს ეს მდგომარეობა. შესაბამისად, პაციენტს უვითარდება სრული უნდობლობა სამედიცინო დაწესებულებისა და პერსონალის მიმართ და იმ შემთხვევაში თუ მას სჭირდება შემდგომი დახმარება, შეიძლება აღარ მიმართოს ამ დახმარებისთვის. დიახ მიმაჩნია, რომ ადგილი აქვს როგორც ფიზიკურ ტანჯვას, ასევე მისი ღირსების შელახვასა და მის დამცირებას იმ ვიდეოკადრების გამოქვეყნების გზით, რომელიც ასახავს მის პირად ცხოვრებას. რაც შეეხება თქვენს კითხვას, გარკვეული თვეების განმავლობაში სხვადასხვა მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით, მათ შორის 40 კალენდარული დღის განმავლობაში, პაციენტისთვის 30 სხვადასხვა მედიკამენტის მიცემა არის პოლიფარმაცია. 2019 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შექმნა დოკუმენტი და დიახ, ეს განიხილება ამ სტანდარტების მიხედვით როგორც პოლიფარმაცია. ამ დოკუმენტში მითითებულია რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს მედიკამენტის მიცემა პოლიფარმაციად. პოლიფარმაცია არის 5 ან მეტი მედიკამენტის მიცემა იმ პაციენტისთვის, რომელიც არის მოწყვლადი“, - განაცხადა შახინ ემანუელ ლაჰანიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო