„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კლინიკა GGRC-მა ჩინეთთან, ესპანეთთან, ისრაელთან და თურქეთთან თანამშრომლობა დაიწყო

„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი GGRC საქმიანობის გაფართოების მიზნით, მსოფლიოს მასშტაბით ახალ პარტნიორებს იზიდავს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბანკი საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას განაგრძობს.

როგორც კლინიკურმა დირექტორმა, ნინო მუსერიძემ აღნიშნა, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი GGRC ერთადერთი კლინიკაა საქართველოში მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობით.

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით შევძელით კლინიკის შეძენა და გარემონტება. დღეს კი ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი GGRC ერთადერთი კლინიკაა საქართველოში მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობით. ჩვენ გავაფორმეთ თანამშრომლობის ხელშეკრულებები ჩინეთთან, ესპანეთთან, ისრაელთან და თურქეთთან. აღნიშნული ქვეყნებიდან კომპანიები პაციენტებს ამისამართებენ ჩვენს კლინიკაში, რომლებსაც გამოკვლევები და მოთხოვნის შესაბამისი პროცედურები უტარდებათ. ასევე, აქტიურად ვართ ჩართული ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლინიკებთან და სამედიცინო ტურიზმის კომპანიებთან სამომავლო გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარებაში. კომპანიის გაზრდილი შემოსავლების საფუძველზე კი შიდა ფონდის საშუალებით უფრო მეტ ქართველ პაციენტს ვეხმარებით, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დამფუძნებელმა და კლინიკურმა დირექტორმა, ნინო მუსერიძემ.

როგროც „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა, გრიგოლ სალიაშვილმა აღნიშნა, ბანკის ინვესტიცია 600 000 ევროა.

„მოხარული ვართ, რომ გვერდში ვუდგავართ კომპანიებს, რომლებიც მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ და აქვთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. თავდაპირველად, ჩვენი მხარდაჭერით კლინიკამ ჩინურ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც პირველი კონტრაქტი იყო მათთვის. ამან კი დიდი წარმატება და სარგებელი მოუტანა კლინიკას. პროექტის ჯამური ღირებულება 780 000 ევროს შეადგენს. ბანკის ინვესტიცია კი 600 000 ევროა. ასევე, EBRD პროექტის ფარგლებში, კომპანიამ დამატებით მიიღო ფინანსური რესურსი, რომლის ოდენობაც 350 000 ევროს შეადგენს. ბანკის ინვესტიცია ახალი კლინიკისთვის სამედიცინო ტექნიკისა და ლაბორატორიისთვის საჭირო ინვენტარის შეძენას მოხმარდა“, - განაცხადა გრიგოლ სალიაშვილმა.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ სამედიცინო ცენტრი აქტიურად არის ჩართული სფეროს განვითარებაში. GGRC-ს ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით, რეგიონულ კლინიკებში ხშირად ტარდება უფასო კონსულტაციები, სემინარები და კონფერენციები, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მასშტაბის. კლინიკა სამომავლოდ ბათუმში ფილიალის გახსნას გეგმავს. დღეის მონაცემებით რეპროდუქციულ ცენტრს ორმოცდაათი თანამშრომელი ჰყავს და დამატებით კიდევ ოცი ადამიანის დასაქმებას გეგმავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო