ფინანსთა მინისტრი - ბოლო 11 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 10%-ით გაიზარდა, მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ეკონომიკური ზრდა ამ მაჩვენებელზე შენარჩუნდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ბოლო 11 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 10%-ით გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ეკონომიკური ზრდა ამ მაჩვენებელს შეინარჩუნებს.

როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში ინფლაციამ შემცირება დაიწყო. მისი თქმით, დეკემბრის თვეში ინფლაციის მაჩვენებელი 9.8% იყო.

„2023 წლიდან რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება. ასეთია საჯარო სამსახურში ხელფასების მატება. საჯარო სამსახურებში ხელფასი 10%-ით უკვე გაიზარდა. გამონაკლისია ჯარი, პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური, სადაც ხელფასები 20%-ით გაიზარდა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა სოციალური მიმართულების პროგრამა, რაც აქამდე არსებობდა, შენარჩუნებულია.

მინდა გასული წელი ეკონომიკური მიმართულებითაც შევაჯამო. ბოლო 11 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 10%-ით გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ეკონომიკური ზრდა ამ მაჩვენებელზე შენარჩუნდება. მინდა რამდენიმე მაკროეკონომიკურ პარამეტრზე შევაჩერო ყურადღება. მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება იყო. წლის დასაწყისში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი 4.4 იყო, წლის ბოლოს 3.1-მდე შემცირდა, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა.

ინფლაციამაც დაიწყო შემცირება. დეკემბერში 9.8% ინფლაციის მაჩვენებელი დაფიქსირდა. მომდევნო თვეებში, ვფიქრობ, ინფლაციის შემცირება კიდევ უფრო დაჩქარდება“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო