გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - ცხოვრება სტრესების გარეშე არ გამოდის, მაგრამ ამერიკელმა ექსპერტმა კვალიფიციურად გასცა პასუხი, რომ სტრესული აშლილობა დაკავშირებულია სწორედ ამ პატიმრობასთან

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ამერიკელი ექსპერტის და ნევროლოგის შახინ ემანუელ ლაჰანის ჩვენება მისთვის ცნობილი იყო, რადგან დიაგნოზებშიც ასახულია.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი წონაში ისევ იკლებს და ჯანმრთელობაც ბევრად გაუარესებულია.

„ნევროლოგმა რა ჩვენებაც მისცა, ჩემთვის ცნობილი იყო, რადგან თავის დიაგნოზში უწერია. ვიცნობ მის დიაგნოზს. ჩემთვის ეს ყველაფერი ახალი არ იყო, რა თქმა უნდა, მძიმე ავადმყოფია, ამას რამდენი ხანია ვიმეორებთ. ბავშვობიდან ყველას რაღაც სტრესი გვაქვს, ცხოვრება სტრესების გარეშე არ გამოდის. გააჩნია სტრესის სიმძიმეს და ხარისხს. ვფიქრობ, ძალიან კვალიფიციურად, კარგად გასცა პასუხი ამ ადამიანმა, რომ სწორედ ამ მონაკვეთში მიღებულ სტრესზეა საუბარი. სტრესული აშლილობა არის სწორედ დაკავშირებული ამ პატიმრობასთან და კონკრეტული შემთხვევები ჰქონდა მითითებული“, - განაცხადა ალასანიამ.

როგორც მან აღნიშნა, გონების დაკარგა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის სახიფათოა.

„გონების დაკარგვაზე იყო საუბარი და ამან ერთ დღეს შეიძლება ფატალურ დასასრულამდე მიიყვანოს“, - განაცხადა ალასანიამ.

მისი განმარტებით, მოთხოვნაა, რომ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ გადაიყვანონ.

„იმ პირობებში, რომელშიც ახლა იმყოფება, მისი ჯანმრთელობა მხოლოდ უარესდება, არავითარი გაუმჯობესება არ არის, ეს ფაქტია და ექიმებიც ამას ამბობენ, ვის ხელშიც ახლა არის. ისინი ამას არ უარყოფენ. ფაქტია, რომ გრძელდება წონის კლება და ყველანაირი მახასიათებელი ბევრად გაუარესებულია“, - განაცხადა ალასანიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო