პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის აღებული ნიმუშები ლაბორატორიაში ანალიზის გაკეთებისას არ იყო დალუქული, რასაც ამერიკელი ექსპერტი უარყოფს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი ნიკა აბრამიშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის აღებული ნიმუშები ლაბორატორიაში ანალიზის გაკეთებისას არ იყო დალუქული. ამის შესახებ მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

თავის მხრივ, ამერიკელი ექსპერტი და ნევროლოგი შახინ ემანუელ ლაჰანი კი აცხადებს, რომ ნიმუშები დალუქული იყო.

„თმისა და ფრჩხილის ნიმუშის აღებას არამხოლოდ ვესწრებოდი, არამედ თავად ავიღე ეს ნიმუშები. მე ვიხელმძღვანელე იმ ლაბორატორიის მიერ მოწოდებული პროცედურით, სადაც უნდა გაკეთებულიყო ანალიზი და ასევე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის პრინციპებით. ეს არის ენემესის ლაბორატორიის მიერ მოწოდებული პროტოკოლი. აღებული ნიმუში დაილუქა. მე შესაბამისად დავადოკუმენტირე ეს დალუქული ნიმუშები. მე ვასრულებდი და ვაკვირდებოდი ასევე ბიოფსიის პროცედურას, გადავუღე ფოტოები დალუქულ ნიმუშებს. საერთაშორისო გადაზიდვების კომპანიაში იყო ექსკორტირებული ეს ნიმუშები. გადაზიდვების კომპანიაში უშუალოდ მე მივიტანე ეს ნიმუშები,“- განაცხადა შახინ ემანუელ ლაჰანიმ.

როგორც პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტა, დოკუმენტში ჩანაწერი ლუქის არქონასთან დაკავშირებით მას შემდეგაა გაკეთებული, რაც ლაბორატორიამ ნიმუში გახსნა და მისი ანალიზის გაკეთება დაიწყო.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო