მედიის ინფორმაციით, იტალია პოლიტიკური დაძაბულობის, ხარჯების განხილვისა და სამხედრო დეფიციტის გამო, უკრაინისთვის ახალი იარაღის მიწოდების გადაწყვეტილებას მომავალ თვემდე არ მიიღებს

მედიის ცნობით, იტალია პოლიტიკური დაძაბულობის, ხარჯების განხილვისა და სამხედრო დეფიციტის გამო, უკრაინისთვის ახალი იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მომავალ თვემდე არ მიიღებს.

როგორც მედია წერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პრემიერ-მინისტრთან, ჯორჯია მელონთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ოფიციალური რომი კიევისთვის საჰაერო თავდაცვის მიწოდებას განიხილავს.

თუმცა, იტალიური გაზეთი la Repubblica საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ იმ ბრძანებულების დამტკიცებაზე, რომელიც უკრაინაში იარაღის გაგზავნას ეხება, მელონი საკუთარი მოკავშირეების - მატეო სალვინისა და სილვიო ბერლუსკონის - მხრიდან წინააღმდეგობას აწყდება.

Reuters-ის ცნობით, ორივე პოლიტიკოსს დიდი ხნის კავშირები აქვთ მოსკოვთან, მაგრამ სალვინისა და ბერლუსკონის პარტიების - Lega და Forza Italia - წყაროები მედიასაშუალებასთან უკრაინაში იარაღის გაგზავნის ბრძანებულებასთან რაიმე პრობლემას უარყოფენ.

ცნობისთვის, მელონის წინამორბედის, მარიო დრაგის პრემიერ-მინისტრობის დროს, იტალიამ ოფიციალურ კიევს დახმარების ხუთი პაკეტი გაუგზავნა, მათ შორის სამხედრო აღჭურვილობა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება