ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ გუნდს ახალი წევრები შეემატა

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ანალიტიკურ ცენტრს „ჯეოქეისი“ ახალი წევრები - ვახტანგ ჭარაია, შოთა გულბანი და გურამ ნიკოლაშვილი შემოემატნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ ავრცელებს.

მათი ცნობით პროფესორი, ვახტანგ ჭარაია „ჯეოქეისის“ გუნდს ეკონომიკის საკითხების მრჩევლის პოზიციაზე შემოუერთდა.

შოთა გულბანი ეკონომიკური მიმართულების მკვლევარია, ხოლო გურამ ნიკოლაშვილი ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისში“ ენერგეტიკის საკომუნიკაციო საკითხებში მრჩევლის პოზიციას დაიკავებს.

„იგი გახლავთ ეკონომიკური პროფილის ანალიტიკოსი, რომელსაც ისეთ ცნობილ ორგანიზაციებთან უმუშავია, როგორიცაა: შვეიცარიული World Economic Forum, ბრიტანული International Alert, შვედური V-dem, ამერიკული Cargenie Endowment და Frontier Europe, მსოფლიო ბანკის ჯგუფი და მრავალი სხვა. ვახტანგ ჭარაია არაერთი წიგნისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, ასევე, გახლავთ სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციისა თუ ფორუმის მონაწილე.

შოთა გულბანი ეკონომიკური მიმართულების მკვლევარია, მას ამ კუთხით კვლევითი საქმიანობის 9 - წლიანი გამოცდილება გააჩნია.

მისი ინტერესის სფეროებს ფინანსური ბაზრები, მაკროეკონომიკა, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა წარმოადგენს. იგი, ასევე, გახლავთ კვლევითი ორგანიზაცია თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის წვერი და საქართველოს ენერგეტიკული განვითარების ფონდის ექსპერტი.

გურამ ნიკოლაშვილი ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისში“ ენერგეტიკის საკომუნიკაციო საკითხებში მრჩევლის პოზიციას დაიკავებს. იგი საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გახლავთ და ბოლო ათწლეულის მანძილზე პოლიტიკური და ენერგეტიკის კომუნიკაციის კონსულტანტად მუშაობს. ამასთანავე, ენერგეტიკისა და გარემოს ეროვნული ასოციაციის, ენერგოპლატფორმისა და საჯარო საკომუნიკაციო პლატფორმის “ჰიდროალიანსის” დამფუძნებელია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარის, ვიქტორ ყიფიანის თქმით, ახალი კოლეგების გამორჩეული პროფესიული გამოცდილება ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანი შენაძენია, „რაც შემდგომ ზრდასა და განვითარებაში დაგვეხმარება“.

„გვიხარია მათი შემოერთება და მინდა, წარმატებები ვუსურვო მთელ გუნდთან ერთად“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო