უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, დონეცკის რეგიონში, ქალაქ სოლედარზე რუსმა სამხედროებმა ძლიერი იერიში მიიტანეს.
„ტელეგრამის“ საკუთარ არხზე მალიარმა დაწერა, რომ შეტევამდე რუსი ჯარისკაცები გადაჯგუფდნენ, აღიდგინეს დანაკარგები, განალაგეს დამატებითი რაზმები თავდასხმისთვის და შეცვალეს ტაქტიკა.
როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რუსული მხარე მასიურად იყენებს არტილერიას, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებსა და ნაღმმტყორცნებს.
“სასტიკი ბრძოლები ახლაც გრძელდება”, - დასძინა მალიარმა.