უკრაინის ომბუდსმენი დმიტრო ლუბინეცი, რუს კოლეგას, ტატიანა მოსკალკოვას ამ კვირაში, თურქეთში მოლაპარაკებებისთვის შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას როგორც რუსული, ისე უკრაინული მედიასაშუალებები ავრცელებენ.
როგორც მოსკალკოვამ განაცხადა, ლუბინეცთან შეხვედრა ხუთშაბათიდან შაბათის ჩათვლით თურქეთში, საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გაიმართება.
მედიის ცნობით, მოლაპარაკებები, სხვა საკითხებთან ერთად, სავარაუდოდ, სამხედრო ტყვეების შემდგომი გაცვლის შესაძლებლობასაც შეეხება.
ლუბინეცის თქმით, მთავარი საკითხი უკრაინული მხარისთვის „გმირების დაბრუნებაა“.