ნუგზარ წიკლაური - როგორც ჩანს, შიდაპარტიული არჩევნები ზოგისთვის უფრო მაღალი ღირებულებაა, ვიდრე სააკაშვილის საქმე - უმჯობესია, შევინარჩუნოთ აღქმა პოლიტიკური მომენტის, რომელიც ქვეყანაშია და „ძიძგილაობას“ არავინ გადააყოლოს მნიშვნელოვანი საკითხები

როგორც ჩანს, შიდაპარტიული არჩევნები ზოგისთვის უფრო მაღალი ღირებულებაა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის საქმე , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც წიკლაურმა აღნიშნა, მას არ ჰგონია, რომ აღნიშნულმა პროცესმა „საქმე დრამატულად დააზიანა“.

ამასთან, მან ისაუბრა 4 იანვარს ლევან ხაბეიშვილის ორგანიზებით მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციის შესახებ.

„თუ ვინმე დაზიანდა, დაზიანდნენ ისინი, ვინც ვერ ამაღლდნენ იმაზე, რომ ერთიანი აქცია უფრო მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო, ვიდრე საკუთარი ადგილი პარტიის მომავალ სტრუქტურაში. არსებობდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, რომ ეს აქციები უნდა ჩატარებულიყო ასე. თუ მათ ჰქონდათ რაიმე განსხვავებული პოზიცია, რომ სხვაგან უნდა ჩატარებულიყო, ამის შესახებ ხომ უნდა ყოფილიყო წინასწარ საუბარი? შეიძლება ადამიანს მართლა უნდოდეს, რომ არა ერთ ლოკაციაზე, არამედ სხვადასხვა ადგილზე გაიმართოს აქცია. ასეთი დისკუსია არ ყოფილა, არავის გამოუთქვამს ამის სურვილი. თუ გახსოვთ, ნოემბერში დააანონსეს მოულოდნელად, სრულიად უადგილოდ და უპასუხისმგებლოდ რაღაც ახალი არჩევნები, თანაც იმ დროს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის საკითხი იკრებდა ძალას. მგონია, რომ ამას ყველამ მოწყალედ უნდა შევხედოთ, რადგან მათ აქვთ თავისი სურვილები და ჩემი აზრით, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა ერთობის დემონსტრირება. ბევრი გავაკეთეთ ამისთვის.

სწორედ ამიტომ მიმაჩნია და თვითონ მიხეილ სააკაშვილსაც მიაჩნია და მისი ცნობილი ნათქვამია „რა დროს ეს იყო?“, როდესაც ჩვენმა მეგობრებმა დააანონსეს, რომ ახალი არჩევნები სურდათ პარტიაში. ყველას მიაჩნდა, რომ უმჯობესი იყო მიხეილ სააკაშვილის საკითხი გადაწყვეტილიყო და ამის შემდეგ იქნებოდა იმის დრო, რომ არჩევნები ჩატარებულიყო და ამის წინააღმდეგი არავინ არის.

არ შემიძლია იმის პროგნოზირება, თუ ვინ რას გააკეთებს შემდეგ 2-3 კვირაში. ერთი რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი პარტიაში პასუხისმგებლობით უყურებს იმას, რომ ეს იყოს სრულიად მიუკერძოებლად, სამართლიანად ჩატარებული არჩევნები. თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ სხვა ეკვილიბრისტული პოლიტიკური ხერხებით მიიქციოს საზოგადოების ყურადღება, ეს მათი გადაწყვეტილება არის, მაგრამ უმჯობესია, რომ ყველამ შევინარჩუნოთ აღქმა იმ პოლიტიკური მომენტის, რომელიც ქვეყანაში არის და შიდა პარტიულ ძიძგილაობას არავინ გადააყოლოს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც სულ უფრო ცნობილი ხდება მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024