ბრაზილიის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ჟაირ ბოლსონაროს მხარდამჭერების მიერ  სამთავრობო შენობებში შეჭრის შემდეგ დაკავებულთა რაოდენობა 1500-ს აღწევს

ბრაზილიის იუსტიციისა და უშიშროების მინისტრის, ფლავიო დინოს განცხადებით, დაკავებულთა რაოდენობა საერთო ჯამში 1500-ს აღწევს, მას შემდეგ რაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს მხარდამჭერები ბრაზილიის სამთავრობო შენობებში შეიჭრნენ.

მისივე თქმით, მთავრობა მოსახლეობას მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მათ მოქალაქეებისგან უკვე მიიღეს 13 000 ელექტრონული წერილი.

შეგახსენებთ, კვირას, ბრაზილიის ულტრამემარჯვენე ექს-პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს ათასობით მხარდამჭერი პრეზიდენტის სასახლეში, კონგრესის და უზენაესი სასამართლოს შენობებში შეიჭრა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო