ვახტანგ კალოიანი - ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის რისკს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რომ გაუწონასწორებელი ადამიანია, ხან ლოთია, ხან ისტერიული ტიპი - ცინიკურად ეთამაშება ადამიანის ჯანმრთელობას

ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის რისკს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და გარკვეული ცინიზმით გვიჩვენებს, რომ ხან გაუწონასწორებელი ადამიანია, ხან ლოთია, ხან ისტერიული ტიპია, ხან არაადეკვატური ადამიანია , - ამის შესახებ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ვახტანგ კალოიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირით გამოაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია.

„ხელისუფლებამ თავად გამოაცხადა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად. მათ თქვეს, რომ მიხეილ სააკაშვილი იმიტომ არის ციხეში, რომ ის პოლიტიკურად აქტიურია. ხელისუფლებამ პრემიერ-მინისტრის პირით გამოაცხადა, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია.

ხელისუფლება სააკაშვილის სიცოცხლის რისკს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და გარკვეული ცინიზმით გვიჩვენებს, რომ ხან გაუწონასწორებელი ადამიანია, ხან ლოთია, ხან ისტერიული ტიპია, ხან არაადეკვატური ადამიანია“, - განაცხადა კალოიანმა.

მისივე შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის გადაწყვეტილება არის პოლიტიკური საკითხი.

„სახეზეა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემა - წონაში კლების ტემპი და მისი გარეგნული მდგომარეობა. ხელისუფლებამ ისრები, რაც არ უნდა სასამართლოზე გადაიტანოს, ეს არის პოლიტიკური პროცესი. დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის გადაწყვეტილება არის პოლიტიკური საკითხი. ამას ხელისუფლება პოლიტიკური მიზნით იყენებს და საკმაოდ ცინიკურად ეთამაშება ადამიანის ჯანმრთელობას“,- განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით