ლევან ხაბეიშვილი - ვრცელდება გაურკვეველი წარმომავლობის ჩანაწერი, რომელიც არის "რუსული ოცნების" ხელწერა და ემსახურება ერთმანეთში დაპირისპირების გაღვივებას, დაყოფას, ცილისწამებასა და ბოღმას

ვრცელდება გაურკვეველი წარმომავლობის ჩანაწერი, რომელიც არის "რუსული ოცნების" ხელწერა და ემსახურება ერთმანეთში დაპირისპირების გაღვივებას, დაყოფას, ცილისწამებასა და ბოღმას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ის მოუწოდებს მოქალაქეებს, არავითარ შემთხვევაში არ გაავრცელონ ჩანაწერი და სთხოვს, "უბრალოდ რეაგირების გარეშე" დატოვონ "ეს სიბინძურე"

"ჩვენ, არ გვაინტერესებს მსგავსი ჩანაწერები ნეგატივი და ცილისწამება ... ჩვენ, გვაინტერესებს საქმე, ერთობა და რუსი ოლიგარქის დამარცხება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ", - წერს ხაბეიშვილი "ფეისბუქზე".

სოციალურ ქსელში ჩანაწერი ვრცელდება, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. გავრცელებული ჩანაწერების თანახმად, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო