ანდრეი რუდენკო - რუსეთსა და აზიას შორის დინამიურად განვითარებადი ურთიერთობები დასავლეთისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური კოშმარია

რუსეთსა და აზიას შორის დინამიურად განვითარებადი ურთიერთობები არის პოლიტიკური და ეკონომიკური „კოშმარი“ დასავლეთისთვის, რომელიციცავს ანტირუსულ ხაზს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ განაცხადა.

„დასავლეთისთვის მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური კოშმარი მისი სტრატეგიული ანტირუსული ხაზის ფარგლებში არის ჩვენი დინამიურად განვითარებადი ურთიერთობები აზიასთან იმისდა მიუხედვად ეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფონზე ხორციელდება, თუ სხვა ღრმა მოტივებიდან მომდინარეობს, " - აღნიშნა რუდენკომ.

მისი თქმით, თანამედროვე მსოფლიოს არ სურს "დასავლეთის მიერ დაწესებული თამაშის წესების დაცვა".

„პოზიტიურად ორიენტირებული ქვეყნები არ ჩქარობენ ახალ დახურულ „ერთმოაზროვნე ადამიანთა კოალიციებში“ ჩარიცხვას, არ აპირებენ თავიანთი რესურსების ბლოკის სქემებზე გაფლანგვას და ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ამბიციების გამოკვება”, - აღნიშნა რუდენკომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა