ესტონეთი გეგმავს სანქცირებული რუსული აქტივების კონფისკაციისა და უკრაინისთვის გადაცემისთვის სამართლებრივი ბაზა იანვრის ბოლომდე წარადგინოს, - ინფორმაციას Bloomberg -ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, დეკემბრის ბოლოს ესტონეთის მთავრობამ სამინისტროებს დაავალა, შეიმუშაონ რუსული აქტივების ჩამორთმევის გეგმა, იანვრის ბოლოს კი შესაბამისი სამართლებრივი გეგმა უნდა წარადგინონ.
ესტონეთი აპირებს წარმოადგინოს კონფისკაციის მექანიზმი მანამ, სანამ ევროკომისია შეიმუშავებს შეთანხმებას ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის, თუ როგორ უნდა განკარგოს რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის დაბლოკილი რეზერვები, 300 მილიარდი ევრო და სანქცირებული რუსი ფიზიკური პირების მილიარდობით ევროს ღირებულების გაყინული აქტივები.