იტალიური ჟურნალი The Good Life სტატიას „თბილისი ათასი და ერთი ღამის, ხელოვნებისა და სტილის კალეიდოსკოპი“ აქვეყნებს

პოპულარული იტალიური ჟურნალი The Good Life თბილისის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ფოტოგრაფ-ჟურნალისტმა ანდრეა ფორლანმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმოგზაურა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტატიაში თბილისის ტურისტულად საინტერესო ადგილები, დედაქალაქის ისტორია, კულტურა, არქიტექტურა, ძველი თბილისის ქუჩები, ქართული სამზარეულო და ღვინოა აღწერილი.

„თბილისში სადაც ეზოა ყველგან ვაზია. ყოველივე ამის შემდეგ, არქეოლოგებს ეჭვი არ ეპარებათ, როგორც ჩანს, ღვინო აქ დაიბადა, ქრისტეს შობამდე დაახლოებით, 6000 წლით ადრე. 524 ჯიშის ყურძენს შორის ყველაზე პოპულარული საფერავი, წითელი და ნახევრად ტკბილი ქინძმარაულია, რომელიც ძალიან მოწონებულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“, -წერს ანდრეა ფორლანი და სტატიას პიცისა და ხაჭაპურის ერთმანეთთან შედარებით აგრძელებს.

„მათთვის, ვისაც არასდროს სმენია ქართული სამზარეულოს შესახებ, პატარა ლექსიკონი შეიძლება გამოგადგეთ: ხაჭაპური, ხინკალი. პირველი, ჩვენი პიცის კავკასიელი ბიძაშვილია და მაგიდებზე სრიალებს სხვადასხვა რეგიონულ კონფიგურაციებში, ნაკლებად რთული მოსამზადებელია იმერული ხაჭაპური, სულგუნი ყველით საოცრებაა, მაგრამ მწვერვალი არის აჭარული წარმოშობის ხაჭაპური - ქვეყნის დასავლეთ ნაწილიდან. ნავის ფორმის ხაჭაპური, ღრუში მოთავსებული მდნარი ყველის აბაზანაში ჩაძირული კვერცხის გული, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში დაუმატებთ კარაქს, რომელიც არასოდესაა მსუბუქი“,-წერს სტატიის ავტორი.

https://www.thegoodlifeitalia.com/tbilisi-la-capitale-georgiana-da-mille-e-una-notte/

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა