პენტაგონმა უკრაინისთვის VAMPIRE-ს სარაკეტო დანადგარების მიწოდების მიზნით ხელშეკრულება გააფორმა

კომპანია L3Harris Technologies-მა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსგან 40 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი მიიღო, რათა უკრაინას VAMPIRE-ს ტიპის 14 ერთეული სარაკეტო დანადგარი მიაწოდოს, - ამის შესახებ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პორტატული VAMPIRE-ს დანადგარი საშუალებას მისცემს უკრაინის სახმელეთო ძალებს მიზანში ამოიღონ, ჩამოაგდონ მოწინააღმდეგის დრონები და ხმელეთზე მოწინააღმდეგისგან შექმნილი საფრთხეებისგან თავი დაიცვან.

მათივე განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ შეკვეთილი სისტემები მორგებულია იმისთვის, რომ დაეხმაროს უკრაინას სამოქალაქო ინფრასტრუქტურა თავდასხმებისგან დაიცვას.

კონტრაქტი ითვალისწინებს, რომ L3Harris-მა პენტაგონს VAMPIRE-ს 4 სისტემა 2023 წლის შუა პერიოდში, კიდევ 10 კი - 2023 წლის ბოლომდე მოაწოდოს.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს