„ანა დოლიძე-ხალხისთვის“ - კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე სამშენებლო ნარჩენებით დანაგვიანების ნაცვლად რეკრეაციული სივრცე მოეწყოს

პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ მიიჩნევს, რომ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ყოფილი არსენალის ტერიტორიაზე რეკრეაციული, გამწვანებული სივრცის მოწყობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამშენებლო ნარჩენებით ადგილების დაბინძურება, სავარაუდოდ, სახელმწიფო და მუნიციპალური ტერიტორიების მითვისების გამოცდილი სტრატეგია გახდა.

„ჩუღურეთში, არსენალის მთის ტერიტორიის შესახებ გასულ წლებში ანა დოლიძე აქტიურად საუბრობდა და კამპანიაც კი ჰქონდა არსენალის მთაზე მტკვრის მარცხენა სანაპიროს ცენტრალური პარკის მოწყობასთან დაკავშირებით.

დღეს ქვეყანაში სამშენებლო ნარჩენების მართვის კუთხით არაერთი პრობლემის მიუხედავად, არსენალის მთის მიმდებარედ არსებული ხევი სისტემატურად ბინძურდება სამშენებლო ნარჩენებით, რაც არაერთხელ გახდა მოსახლეობის კრიტიკის მიზეზი, რადგან სავარაუდოდ, მუნიციპალური და სახელმწიფო ტერიტორიების მითვისება ხდება ამ ტერიტორიებზე სამშენებლო ნარჩენების მიზნობრივი განთავსებით.

მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გვაქვს გამწვანებული, რეკრეაციული სივრცეების ნაკლებობა, ამასთან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების 2022 წლის მაჩვენებლების მიხედვით, თბილისი ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია. შესაბამისად, პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ მიიჩნევს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ყოფილი არსენალის ტერიტორიაზე მოეწყოს რეკრეაციული/გამწვანებული სივრცე ნაცვლად სამშენებლო ნარჩენებით მისი დანაგვიანებისა“, - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა