ვინც ადრე ადამიანებს უკანონოდ უსმენდა და იწერდა, მიმაჩნია ჩვეულებრივ „კაგებეშნიკად“, ვინც ამას დღეს აკეთებს, არის ტრივიალური პუტინისტი „ქოცი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე „ფეისბუქზე“ წერს.
როგორც ის აღნიშნავს, იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთი სერიოზული ლიდერი, ამგვარ ჩანაწერებს, არავის წინააღმდეგ არ გამოიყენებს.
„მინდა ყველამ მკაფიოდ იცოდეს ჩემი აზრი, რომ ვინც ადრე ადამიანებს უკანონოდ უსმენდა და იწერდა, მიმაჩნია ჩვეულებრივ „კაგებეშნიკად”, ვინც ამას დღეს აკეთებს, არის ტრივიალური პუტინისტი „ქოცი“.
შესაბამისად, იმედი მაქვს და მჯერა, რომ ენმ-ის არცერთი სერიოზული ლიდერი, ამგვარ ჩანაწერებს, არავის წინააღმდეგ, მით უფრო კი გუნდის შიგნით, რაც არ უნდა ხდებოდეს, (ერთმანეთის საწინააღმდეგოდ), კონკურენციაში, თუ პაექრობისას არასდროს გამოიყენებს“,-წერს ბარამიძე.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ჩანაწერი ვრცელდება, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. გავრცელებული ჩანაწერების თანახმად, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.