იაგო ხვიჩია - ჩანაწერში სკანდალური და სასწაული არაფერია, ადამიანები ვართ და პირადი საუბარი შეიძლება იყოს გაბრაზებული, მითუმეტეს, არავინ იცის, რა და როგორ არის დამონტაჟებული

ჩანაწერში სკანდალური და სასწაული არაფერია, ადამიანები ვართ და პირადი საუბარი შეიძლება იყოს გაბრაზებული, მითუმეტეს, არავინ იცის, რა და როგორ არის დამონტაჟებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ჩანაწერები ჯერ კიდევ პოლიტიკური ბრძოლის მეთოდად გამოიყენება.

„ჩემი აზრით, ეს ჩანაწერი არაფერს აჩვენებს იქიდან გამომდინარე, რომ ორი ადამიანის პირადი საუბარი, რომელიც შეიძლება მესამე გაბრაზებულ ადამიანზე იყოს, არავის გაგვიკვირდება. ადამიანები ვართ და პირადი საუბარი შეიძლება იყოს გაბრაზებული, არა გაბრაზებული, ასეთ და ისეთ ხასიათზე ნათქვამი და მისი სერიოზულად განხილვა, როგორც პოლიტიკური პოზიციის, აბსურდია. ამ ჩანაწერში სკანდალური და სასწაული არაფერია მაშინაც კი, ეს ჩანაწერი ნამდვილი რომ იყოს, მით უმეტეს მაშინ, როცა არავინ იცის, რა და როგორ არის დამონტაჟებული. მნიშვნელობა არ აქვს "ნაცმოძრაობა" აკეთებს ამას თუ ხელისუფლება, სამწუხაროა, რომ ჩანაწერები ჯერ კიდევ პოლიტიკური ბრძოლის მეთოდად გამოიყენება. ის, რომ ადამიანისთვის სახელის გატეხის მიზნით, არასათანადო მტკიცებულებებით გარკვეულ ცნობებს ვავრცელებდეთ, არასწორია", - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ჩანაწერი ვრცელდება, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. გავრცელებული ჩანაწერების თანახმად, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო