პაატა მანჯგალაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით დაპირისპირება და განხეთქილება ხელისუფლების ინტერესშია

„ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით დაპირისპირება და განხეთქილება ხელისუფლების ინტერესშია, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჩანაწერების გამოქვეყნება ბრძოლის სწორი ფორმა არ არის.

„ვფიქრობ, რომ ემსახურება დაძაბულობის და დაპირისპირების გაზრდა. შეიძლება ვინმე ცდილობდეს, ეს ვინმეს წინააღმდეგ გამოიყენოს, მაგრამ არ მგონია "ნაცმოძრაობაში" ერთმანეთს კომპრომატებით ებრძოდნენ. თუ შევხედავთ, რომ რაც უფრო გაღრმავდება პოლარიზება და დაპირისპირება მსგავსი ჩანაწერების ფონზე "ნაცმოძრაობაში", ეს შეიძლება იყოს ხელისუფლების ინტერესში. მე ასე ვხედავ ამას,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ჩანაწერი ვრცელდება, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. გავრცელებული ჩანაწერების თანახმად, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო