Reuters - ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ჰოსპიტალში მუცლის არეში ტკივილის გამო გადაიყვანეს, შემაშფოთებელი არ არის

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ჰოსპიტალში მუცლის არეში ტკივილის გამო გადაიყვანეს, შემაშფოთებელი არ არის, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლსონარუ აშშ-ში, ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოს მახლობლად მდებარე საავადმყოფოში ჰოსპიტალიზებული.

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი 2018 წელს ცივი იარაღით დაჭრეს და მას შემდეგ მუცლის არეში ტკივილი დროდადრო აწუხებს.

ჟაირ ბოსონარუს მეუღლემ, მიშელ ბოლსონარუმ დღეს „ინსტაგრამზე“ დაადასტურა, რომ მისი ქმარი მუცლის არეში დისკომფორტის გამო მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

შეგახსენებთ, ჟაირ ბოლსონარუს ჰოსპიტალიზაციას წინ უძღოდა მისი ათასობით მხარდამჭერის ბრაზილიის დედაქალაქში, სამთავრობო შენობებში შეჭრა. ბოლსონარუ ბრაზილიიდან შეერთებულ შტატებში დაახლოებით 10 დღის წინ გაემგზავრა. მან უარი თქვა გასულ კვირას ბრაზილიის ახალი პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვასთვის ძალაუფლების გადაცემის პროცესში მონაწილეობის მიღებაზე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო