მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2024 წელს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, რომელიც 2024 წელსაა დაანონსებული, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.

როგორც გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, თავდაპირველად თვითრეგისტრაციის მეთოდი იქნება გამოყენებული, შემდეგ კი მონაცემების შეგროვება პლანშეტური კომპიუტერების საშუალებით მოხდება.

„როგორც იცით, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის თარიღი დადგინდა. ეს ჩატარდება 2024 წლის 14 ნოემბრიდან - 19 დეკემბრის პერიოდში. ამ აღწერისთვის ჩვენ უარს ვამბობთ ტრადიციული მეთოდის გამოყენებაზე და თანამედროვე ტექნოლოგიებს გამოვიყენებთ. ანუ პირველი ორი კვირის განმავლობაში, მონაცემთა შეგროვება დაიწყება თვითრეგისტრაციის მეთოდის გამოყენებით და შემდეგ გაგრძელდება ე.წ. კაპის მეთოდით, ანუ პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით მონაცემთა შეგროვების გზით.

ამასთან, „საქსტატის“ ბიუჯეტი 2023 წლისთვის გაზრდილია 13 მლნ-იდან 21 მილიონამდე. ზრდა, ძირითადად, განპირობებულია იმით, რომ აქტიურ ფაზაში შედის მოსახლეობის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები და 6.5 მლნ ლარი მოდის მოსამზადებელ სამუშაოებზე. ასევე, როგორც ყველა საჯარო უწყებაში, ჩვენც გავზარდეთ დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება“, - განაცხადა თოდრაძემ.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024