ბექა დავითულიანი ფარულ ჩანაწერზე - ჩვენ ამ ჩანაწერთან არავითარი კავშირი არ გვაქვს - ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, თვითონ ამ პარტიის წევრები გამოვიდნენ და პირდაპირ დაადეს ხელი ვანო მერაბიშვილს

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ბევრი წევრი ისევე როგორც მე, „ნაციონალური მოძრაობის" არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას ვემხრობით, ამ ჩანაწერთან არავითარი კავშირი არ გვაქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ჩანაწერების გაკეთება და გავრცელება „ნაციონალური მოძრაობის" ხელწერაა.

„ბრალს გვდებენ, რომ ამ ჩანაწერთან ხელისუფლებას აქვს კავშირი, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების" ბევრი წევრი ისევე, როგორც მე, "ნაციონალური მოძრაობის" არჩევნებში ვემხრობით ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას, ამ ჩანაწერთან არავითარი კავშირი არ გვაქვს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა, თვითონ „ნაციონალური მოძრაობის" წევრები გამოვიდნენ და პირდაპირ დაადეს ხელი ვანო მერაბიშვილს, რომ ეს მისი გავრცელებული ჩანაწერია. ისინი როგორც მთელ ქვეყანას იწერდნენ თავის დროზე, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, დღეს საკუთარი პარტიის წევრებს იწერენ, უქვეყნებენ, აშანტაჟებენ და ა.შ. ჩვენ ვიცით რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" საქმე კარგად არ მიდის, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში შეიძლება საქმე უკეთესად წავიდეს. ჩვენ დიდი ინტერესი ამ პროცესის მიმართ არ გაგვაჩნია,"- განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ჩანაწერი ვრცელდება, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. გავრცელებული ჩანაწერების თანახმად, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას