რატი იონათამიშვილი - კიევი  გვთხოვდა საჰაერო კომპლექსები მიგვეცა მაშინ, როცა ცის დაკეტვაზე აშშ-ც კი უარს ეუბნებოდა - ასევე, თუ აშშ-ს შეეძლო სხვა ქვეყნისთვის ახალი აღჭურვილობა გადაეცა, ლოგიკურად, ის ომში მყოფი ქვეყნისთვის უნდა მიეცა - ეს ყველაფერი კითხვის ნიშანს აჩენს

ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2008 წელს - მაშინ, როცა უკვე მშვიდობა იყო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სარაკეტო კომპლექს “ბუკის” შესყიდვა მოხდა - არავის დასამადლებელი არაფერი გვჭირს, რადგან გადასახადის გადამხდელების ფული გვაქვს გადახდილი, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის პასუხად გააკეთა.

იონათამიშვილი უკრაინელი დიპლომატის განცხადებას გაუგებარსა და უხერხულს უწოდებს.

“თუ ქრონოლოგიას დავაკვირდებით, გამოდის, რომ მაშინ, როდესაც უკრაინას აშშ-ც კი უარს ეუბნებოდა ჰაერის გადაკეტვაზე, ჩვენ გვთხოვდა, რომ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვითი კომპლექსები გადაგვეცა. საზოგადოებამ თავად გამოიტანოს დასკვნა, რასთან გვაქვს საქმე.

ასევე გაუგებარია ლოგიკა - თუ აშშ-ს შეეძლო სხვა ქვეყნისთვის ახალი აღჭურვილობა გადაეცა, ამ მხრივ ყველაზე ლოგიკურია იმ ქვეყნისთვის გადაეცა, ვინც ომში იმყოფებოდა. ეს ამ ყველაფერში კიდევ ერთ კითხვის ნიშანს აჩენს, რაზეც ცხადია, ჩვენი საზოგადოება ყურადღებას გაამახვილებს.

რაც შეეხება სარაკეტო კომპლექსების გადაცემის საკითხს, მხარდაჭერას ვერ დავარქმევთ იმას, როცა სამხედრო აღჭურვილობას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვყიდულობთ და თან ვყიდულობთ საკმაოდ ძვირად”, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის ინფორმაციით, კიევმა „ბუკის“ კომპლექსების გადაცემა ითხოვა, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. მისივე თქმით, უკრაინის თხოვნა მოიცავდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გადაცემულ Javelin-ის სისტემებს და ამ უკანასკნელთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ თანხმობა შეერთებული შტატების მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს