„დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტის ინფორმაციით, ქვეყანაში უმუშევრობა შემცირდა

„დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტის, ელგუჯა მელაძის ინფორმაციით, ქვეყანაში უმუშევრობა შემცირდა.

როგორც ელგუჯა მელაძემ აღნიშნა, უმუშევრობის შემცირება ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის, ტურისტების შემოდინებამ.

„ჩვენი სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, უმუშევრობა შემცირდა და გაიზარდა დასაქმება. ამას ხელი შეუწყო ბევრმა ფაქტორმა. იცით, რომ ტურისტული და სასტუმრო ბიზნესი კარგად გამოცოცხლდა, მან აანაზღაურა ის დანაკარგები, რაც პანდემიის წლებში იყო. ტურისტების დიდმა შემოდინებამაც გაააქტიურა“,- აღნიშნავს მელაძე.

მისივე თქმით, რეალურ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ დამსაქმებლებს დიდი მოთხოვნა აქვთ სპეციფიკური სპეციალობის უნარების მქონე ადამიანებზე, რისი დეფიციტიც ქვეყანაშია.

„ახალი საწარმოების შექმნა ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თუმცა აქ რეალური პრობლემა გვაქვს ის, რომ ჩვენ, დამსაქმებლებს, დიდი მოთხოვნა გვაქვს სპეციფიკური სპეციალობის უნარების მქონე ადამიანებზე, რისი ძალიან დიდი დეფიციტიც არის.

ჩვენი დამსაქმებლები, რა თქმა უნდა, დაინტერესებულები არიან, რომ ჰყავდეთ ისეთი ადამიანები, რომლებიც მათ ბიზნესს განავითარებენ, იმ უნარის მქონე იქნებიან, რაც აუცილებელია ამა თუ იმ კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, მათი მოძიება რთულია. სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე, რაც პროფესიულ განათლებას გულისხმობს, ბევრი შეთავაზებაა. ბიუჯეტიდან ფინანსდება პროგრამები, რომ მათ ახალი სპეციალობა მიიღონ და მოერგონ შრომის ბაზრის მოთხოვნებს. სამწუხაროდ, არსებული მართვის პროცესი ვერ გვაძლევს იმ შედეგებს, რაც საზოგადოებას სჭირდება“,- აღნიშნავს ელგუჯა მელაძე „მედიაცენტრ მთავარში“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო