რატი იონათამიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაშიც კი იგივეს აკეთებს - გრიგოლ რობაქიძის სიტყვები მახსენდება - „გველი იცვლის კანს, მაგრამ არა ზნეს“

რადიკალებს „ნაციონალური მოძრაობა“ თავზე ენგრევათ და ახლა მათთვის ნაცადი ხერხებით ერთმანეთის გაშავებას ცდილობენ, - ასე ეხმაურება ნიკა მელიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერს „ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი.

იონათამიშვილის თქმით, „რაც უფრო მოახლოვდება გაკოტრებულ და განულებულ პარტიაში თავმჯდომარის არჩევნები, საზოგადოება პარტიის კლანების მხრიდან კიდევ უფრო მეტ სიბინძურეს ნახავს“.

„ცხადია, მათი მხრიდან ეს ახალი არ არის, ამ ყველაფერს წლების განმავლობაში ვხედავდით, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. ახლა, როცა ოპოზიციაში არიან, იგივეს აკეთებენ. გრიგოლ რობაქიძის სიტყვები მახსენდება - „გველი იცვლის კანს, მაგრამ არა ზნეს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ჩანაწერი ვრცელდება, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. გავრცელებული ჩანაწერების თანახმად, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო