ზურაბ ჩხაიძე - სასამართლოში ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით არავინ დამკავშირებია - მზად ვარ სასამართლოს წინაშე წარვდგე

ჯერჯერობით არავინ დამკავშირებია სასამართლოში ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით. მე მზად ვარ სასამართლოს წინაშე წარვდგე, - ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია პენიტენციურ სამსახურს მიეწოდება და მას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საჯაროდ საუბარი არ შეუძლია.

„პაციენტის მდგომარეობა მოგეხსენებათ, არ არის საჯარო ინფორმაცია. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიეწოდება სრული ინფორმაცია სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებას, ყველა კითხვაზე პასუხს თქვენ გაგცემთ, რა თქმა უნდა, პენიტენციური სამსახური.

რაც შეეხება სასამართლოს, ჯერჯერობით არავინ დამკავშირებია სასამართლოში ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით. მე მზად ვარ სასამართლოს წინაშე წარვდგე“, -განაცხადა ჩხაიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო