ბექა დავითულიანი კასიანოვის განცხადებაზე - როცა ურთიერთობას მიზანმიმართულად აფუჭებ და მერე აწვები ქვეყანას, რომ „რაღაცას რატომ არ მჩუქნი“, ამას ჰქვია „დაწერა", ბოდიში მომითხოვია, არავინ არაფერს არ „დაიწერს"

როცა ურთიერთობას მიზანმიმართულად აფუჭებ და მერე აწვები ქვეყანას, რომ „რაღაცას რატომ არ მჩუქნი“, ამას ჰქვია „დაწერა", ბოდიში მომითხოვია, არავინ არაფერს არ „დაიწერს" - ეს იმ ოპერის ნაწილია, რატომღაც სპეცრეისის ორგანიზებას რომ ითხოვდნენ მოხალისეებისთვის, ვიღაცებს უნდათ საქართველო ომში აქტიურ მხარედ დაფიქსირდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, რითაც უკრაინის დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, უკრაინის მხრიდან ადგილი აქვს არა თხოვნას, არამედ მოთხოვნას და ეს არამეგობრული ნაბიჯია.

"როცა ქვეყანას, რომლის ტერიტორიებიც რუსეთს აქვს ოკუპირებული, ასე ჯიქურად აწვები ყოველდღე და სთხოვ მათ შორის, სამხედრო შეიარაღების გადაცემას, რომელიც ძალიან ცოტა აქვს, ჩემი აზრით მეგობრული ნაბიჯი არ არის, არამეგობრული ნაბიჯია, რაც პირველი არ არის უკრაინის მხრიდან. შესყიდული შეიარაღების ასეთი უხეში ტონით უკან გადაცემის, ისევე როგორც მანამდე გენერატორების მოთხოვნას, არ ვიცი რა ჰქვია. როცა კარგი ურთიერთობა გაქვს მეორე სახელმწიფოსთან, შეიძლება მას სთხოვო, მაგრამ როცა ურთიერთობას მიზანმიმართულად აფუჭებ და მერე აწვები, რომ რაღაცას რატომ არ მჩუქნი, ამას ჰქვია "დაწერა", ბოდიში მომითხოვია და არავინ არაფერს არ "დაიწერს". ჩვენ არ გვაქვს იმდენი შესაძლებლობა სამხედრო თვალსაზრისით, არ გვაქვს იარაღის წარმოება, ვართ ოკუპირებული ქვეყანა, რომელსაც გვაქვს სასიცოცხლოდ საჭირო რაოდენობის იარაღი და ასეთი "თხოვნები" და სინამდვილეში მოთხოვნები სულ სხვა რამეებს უკავშირდება და არავითარ შემთხვევაში იმ "ბუკის" საჭიროებას უკრაინისთვის. ეს არის იმ სერიის ნაწილი, როცა უკრაინის ხელისუფლება, ჩვენი მეგობარი არაერთი სახელმწიფოს ელჩის გვთხოვდა თვითმფრინავის რეისის ორგანიზებას მოხალისეებისთვის, რაც საქართველოს ძალიან მაღალი რისკის ქვეშ დააყენებდა მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება არაფრით ხელს არ უშლის და ნამდვილად არ ქმნის ისეთ გარემოს, რომ ქართველი მოხალისეები არ იბრძოდნენ უკრაინაში, პირიქით დღეს დაახლოებით 2000 ქართველი იბრძვის უკრაინაში და მე ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას და გამარჯვებას და ჩვენ ამას ხელს ნამდვილად არ ვუშლით. ეს მოთხოვნაც ზუსტად იმ ოპერის ნაწილია, რატომღაც სპეცრეისის ორგანიზებას რომ ითხოვდნენ ვიღაცები, როცა ისედაც შეუფერხებლად მიდიოდნენ მოხალისეები. ვიღაცებს უნდათ საქართველო ომის პროცესში დაფიქსირდეს აქტიურ მხარედ, რაც გაზრდის რისკებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის,"- განაცხადა დავითულიანმა.

კითხვაზე, იმ პირობებში, როცა 2008 წლის შემდეგ საქართველო ფაქტობრივად, ვერ ყიდულობდა იარაღს, იყო თუ არა იარაღის საქართველოსთვის მიყიდვა უკრაინის მხრიდან დახმარება, დავითულიანი პასუხობს, რომ მისი ინფორმაციით, კონტრაქტი იარაღის მათ შორის, "ბუკის" შეძენაზე გაფორმებული იქნა 2007 წელს და ეს შეიარაღება ომამდე ერთი წლით ადრე გადაეცა საქართველოს თანხის სანაცვლოდ.

"2008 წლის შემდეგ გარკვეული ტიპის შეიარაღებაზე ნამდვილად იქმნებოდა პრობლემები, თუმცა, რუმინეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, მათ შორის უკრაინა საქართველოს ყიდდნენ გარკვეულ იარაღს. დახმარება რას ნიშნავს? ვიხდიდით თანხას და ვყიდულობდით,"- განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისათვის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, კიევმა ითხოვა „ბუკის“ კომპლექსების გადაცემა, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. მისივე თქმით, უკრაინის თხოვნა მოიცავდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გადაცემულ Javelin-ის სისტემებს და ამ უკანასკნელთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ თანხმობა შეერთებული შტატების მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო