მე არ მესმის, რატომ აჯაჭვებს საქართველოს ხელისუფლება საკუთარ თავს მკვდართან, რომელიც არის კრემლი, - ამის შესახებ ამერიკელმა გენერალმა, ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მეთაურმა ბენ ჰოჯესმა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებული საჯარო შეხვედრის ფარგლებში განაცხადა, რომლის თემაა: „უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი შედეგები რეგიონული უსაფრთხოებისა და საქართველოსთვის“.
ბენ ჰოჯესის განცხადებით, მას უჭირს რამე დადებითის თქმა იმის შესახებ თუ რატომ არ უნდა იყოს საქართველო უკრაინის მხარეს. მისი თქმით, ეს არ ზრდის საქართველოს ომში ჩათრევის რისკებს, არამედ საქართველოს ისტორიის სწორ მხარეს აყენებს.
„კრემლი არის მკვდარი და მე არ შემიძლია ვთქვა რამე დადებითი შედეგი საქართველოსთვის, რომ ის არ იყოს უკრაინის მხარეს. სულ მცირე უკრაინა კარგია, რუსეთი კი აგრესორია და პოზიცია, რომ ჩვენ საქართველო არ გავაკეთებთ არაფერს, რაც ერთ მისხალ ლეგიტიმურობას მაინც შესძენს იმას, რასაც კრემლი აკეთებს ან ამბობს, არ ზრდის საქართველოს ომში ჩართვის რისკს. ერთადერთი, რასაც ეს აკეთებს, არის ის, რომ საქართველოს აყენებს ისტორიის სწორ მხარეს. ჩემი შეფასებაა, რომ ქართველი ხალხის უმეტესობა მხარს უჭერს უკრაინას და ეს გარკვეულწილად ხელისუფლების ქმედებებსა და ხალხის სურვილებს განაცალკევებს. თუმცა ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, სად გინდათ იყოთ აქედან ერთი წლის შემდეგ, რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც პოტენციურად იწყებს დაშლას?!“- განაცხადა ბენ ჰოჯესმა.