შალვა ხაჭაპურიძე - სააკაშვილმა ფარულ ჩანაწერებზე არ იცოდა, მე მოვუყევი - აღშფოთდა, რაღა დროს კადრები, მოსმენებიაო, დაახლოებით ასეთი კომენტარი გააკეთა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან ნიკა მელიასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული აუდიოჩანაწერები „სისულელეა და ახლა ამის დრო არ არის“. ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ კლინიკა „ვივამედში“ მისი მონახულების შემდეგ აღნიშნა.

როგორც „ინტერპრესსნიუსთან“ საუბრისას ხაჭაპურიძემ განმარტა, მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ მსგავსი კადრების გავრცელება უნდა დასრულდეს.

„არ იცოდა, მე მოვუყევი, აღშფოთდა და თქვა, რომ რა დროს ჩანაწერებია. ეს ყველაფერი სისულელეა და ახლა ამის დრო არ არისო. რაღა დროს კადრები, მოსმენებიაო, დაახლოებით ასეთი კომენტარი გააკეთა“,-განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ჩანაწერი ვრცელდება, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. გავრცელებული ჩანაწერების თანახმად, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში