რუსეთის სახმელეთო ჯარების შტაბის მეთაურად ალექსანდრ ლაპინი დაინიშნა

რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყნის სახმელეთო ჯარების შტაბის ახალ მეთაურად გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი დანიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

Reuters-ი წერს, რომ ალექსანდრე ლაპინი აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნა მიუხედავად იმისა, რომ მას მკაცრად აკრიტიკებდნენ უკრაინაში რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურად ყოფნის პერიოდში.

ის გააკრიტიკეს ვლადიმერ პუტინის მოკავშირეებმა მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა რუსული ძალები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ლიმანიდან განდევნეს.

ალექსანდრ ლაპინი რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის თანამდებობიდან ოქტომბრის ბოლოს გადააყენეს. მედიის ინფორმაციით, ლაპინის გადაყენებისკენ ვლადიმერ პუტინს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი მოუწოდებდნენ. კადიროვი გენერალ-პოლკოვნიკს ლიმანის “ჩაბარებისთვის” და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ჩრდილოეთში უკრაინის შეიარაღებული ძალების გარღვევისთვის აკრიტიკებდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო