ნატო-მ და ევროკავშირმა თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა თანამშრომლობის მესამე დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

ხელმოწერის ცერემონია ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა.

იენს სტოლტენბერგმა ხელმოწერის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ალიანსის ევროკავშირთან თანამშრომლობა ასეთი მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა.

„ჩვენ მოწოდებული ვართ, ნატო-სა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა შემდგომ დონეზე ავიყვანოთ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის რამდენიმე დღეში აღება და დასავლეთის გაყოფა სურდა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია.

„პრეზიდენტ პუტინს სურდა უკრაინის აღება რამდენიმე დღეში და ჩვენი გაყოფა. ორივე კუთხით ის აშკარად წარუმატებელი აღმოჩნდა“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო