რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი - უკრაინის მოვლენები არის სამხედრო დაპირისპირება რუსეთსა და ნატო-ს შორის

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის განცხადებით, უკრაინაში კონფლიქტი გახდა სამხედრო დაპირისპირება რუსეთსა და ნატო-ს, უპირველეს ყოვლისა, რუსეთსა და აშშ-სა და ბრიტანეთს შორის.

„უკრაინის მოვლენები არ არის მოსკოვსა და კიევის შორის შეტაკება - ეს არის სამხედრო დაპირისპირება რუსეთსა და ნატო-ს, უპირველეს ყოვლისა, რუსეთსა და შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთს შორის“, - აღნიშნა პატრუშევმა.

მისი მტკიცებით, დასავლეთი გეგმავს, „განაგრძოს რუსეთის დაშლა და საბოლოოდ უბრალოდ წაშალოს ის მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან“.

„საპასუხოდ, რუსეთი მიაღწევს ეკონომიკურ სუვერენიტეტს და ფინანსურ დამოუკიდებლობას, ასევე გააძლიერებს შეიარაღებულ ძალებს და სპეცსამსახურებს, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი პოტენციური აგრესორის შეკავება,“- აღნიშნა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024