გიგა ბოკერია -  იარაღის შესყიდვა საქართველოსთვის პრობლემა იყო, რადგან რუსეთი აწარმოებდა წნეხს ყველგან - პრინციპული საკითხი იყო, ხელს ვინ გაგვიწვდიდა და საფასურის სანაცვლოდ მოგვაწვდიდა იარაღს, ეს გააკეთა უკრაინამ

უკრაინისთვის იარაღის გადაცემა, რომელიც დღეს მას სჭირდება, პოლიტიკური ჟესტი იქნებოდა, რის საფასურადაც აშშ-სგან საქართველო უკეთესს იარაღს მიიღებდა, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებას, რომ კიევმა ითხოვა „ბუკის“ კომპლექსების გადაცემა, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა.

მისი თქმით, ხელისუფლების ლოგიკა იქამდე მიდის, რომ საქართველოს ჯარის გაძლიერება არ უნდა მოხდეს, ჯარი უნდა გაუქმდეს, რათა „პროვოკაცია არ მოხდეს“.

„2008 წელს ლეგალური ფორმით, იარაღის შესყიდვა საქართველოსთვის პრობლემა იყო, რადგან რუსეთის ფედერაცია აწარმოებდა წნეხს ყველგან, სადაც ხელი მიუწვდებოდა და, სამწუხაროდ, ჰქონდათ გავლენა, მათ შორის, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაზეც, რათა შეეზღუდათ საქართველოს შესაძლებლობები.

ჩვენთვის, ვისთვისაც აშკარა იყო, რომ რუსეთის საფრთხე ახლოვდებოდა და ამის შანსი დიდი იყო, დიახ, პრინციპული საკითხი იყო, ვინც პოლიტიკურად ხელს გაგვიწვდიდა და საფასურის სანაცვლოდ მოგვაწვდიდა იარაღს. ეს გააკეთა უკრაინამ და არც ახლა ითხოვს ვინმე საქართველოსგან უფასოდ რაიმეს გადაცემას. უკრაინისთვის ამ იარაღის გადაცემა, რომელიც დღეს მას სჭირდება პოლიტიკური ჟესტი იქნებოდა, რის საფასურადაც საქართველოს უკეთესს იარაღს მიიღებდა აშშ-გან.

მთელი ეს პროპაგანდა, თითქოს ვიღაცამ თქვა, რომ „უსასყიდლოდ უნდა გადავცეთ და ეს რატომ უნდა ვქნათ“, მთლიანად სიცრუეზეა დამყარებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რატომ შეიძლება ნორმალურ მთავრობას არ უნდოდეს საქართველოსთვის უკეთესი იარაღის შეძენა და ჩვენი თავდაცვის უნარიანობის გაძლიერება?! აქ მათი “არგუმენტია,” თითქოს ეს ომში ჩათრევის ტოლფასია, ანუ საქართველოს ჯარის გაძლიერება არ უნდა მოხდეს, რომ ომში არ ჩაგვითრიონ?! იქამდე მიდის ეს მოღალატეობრივი ლოგიკა, რომ ჯარი უნდა გავაუქმოთ, რათა პროვოკაცია არ მოხდეს“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, დღეს ქართული ჯარის არგაძლიერება არის ღალატი.

„ეს არის, სწორედ, ღალატი. ეს ზრდის რისკს ახლო მომავალში, პუტინის რუსეთიდან აგრესიისა. თუ არ გაძლიერდი, თუ ახლა არ იმუშავე იმაზე, რომ მტრისთვის პრობლემა იყო შენზე თავდასხმა. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ემზადები იმისთვის, რომ აუცილებლად მოხდება ომი, მაგრამ აგრესიისთვის მზადება, ამ აგრესიის რისკს არა თუ ზრდის, არამედ ამცირებს,“ - განაცხადა გიგა ბოკერია

ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა გუშინ აღნიშნა, რომ კიევმა ითხოვა „ბუკის“ კომპლექსების გადაცემა, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. მისივე თქმით, უკრაინის თხოვნა მოიცავდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გადაცემულ Javelin-ის სისტემებს და ამ უკანასკნელთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ თანხმობა შეერთებული შტატების მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა